მხოლოდ საქართველოში – ის, რაც ხშირად გვსმენია და რაზეც ხშირად ვქილიკობთ

მხოლოდ საქართველოში – ის, რაც ხშირად გვსმენია და რაზეც ხშირად ვქილიკობთ

ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ხშირად წაიკითხავთ, რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ესა თუ ის რაღაც, ან მხოლოდ საქართველოში მოისმენ მსგავს ფრაზას.

გთავაზობთ ფრაზებს, რომლებსაც ხშირად წერენ ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში, რაც მათი აზრით, მხოლოდ საქართველოში ხდება:

  • მხოლოდ საქართველოში ყველა ერკვევა პოლიტიკაში, ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ჩართულია და არჩევნებზე მაინც 60% მიდის.
  • მხოლოდ საქართველოში - ტაქსისტს აქვს 2 წითელი დიპლომი.
  • მხოლოდ საქართველოში - პრეზიდენტი ოპოზიციაშია.
  • მხოლოდ საქართველოში - ადამიანს შეიძლება საჭმლის ფული არ ჰქონდეს, მაგრამ სულ ხელით ატარებდეს უახლესი თაობის მობილურ ტელეფონს.
  • მხოლოდ საქართველოში - ყველას უყვარს გალაკტიონი, მაგრამ ნახევარზე მეტს მისი არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს.
  • მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს, რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს მოუკიდოს.
  • მხოლოდ საქართველოში - როდესაც ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე, ორივე მხარეს უნდა გაიხედო.
  • მხოლოდ საქართველოში - 20-25 წლის ახალგაზრდები ჯერ მინისტრები და დეპუტატები ხდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან სასწავლებლად საზღვარგარეთ.
  • მხოლოდ საქართველოში აგინებენ საკუთარ ფეხბურთელებს თამაშის მსვლელობისას.
  • მხოლოდ საქართველოში - სიგარეტის ნამწვის ნაგვის ურნაში გადაგდება "ტეხავს".
  • მხოლოდ საქართველოში - სწრაფი კვების ობიექტებში საჭმელს თუ უკვეთავ, ელოდები 20 წუთი.
  • მხოლოდ საქართველოში ითვლიან წაკითხულ წიგნთა რაოდენობას და გვერდების რაოდენობა ზეპირად ახსოვთ.
თაკო ესებუა

გამოყენებული რესურსები| Forum.ge, Fb.com, forum.tsu.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია