რიჩარდ ნორლანდი საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

რიჩარდ ნორლანდი საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს , - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა უმტკივნეულოდ განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ჩაიაროს.

"იმ დროს, როდესაც საქართველო არის ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით - თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამ პროცესმა ვერ ჩაიაროს უმტკივნეულოდ. ველით, რომ ასეც იქნება და პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის", - განაცხადა ნორლანდმა.

მისივე თქმით, აშშ სრულად სცემს პატივს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს.

"შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა იმ მინისტრებთან, რომლებიც ტოვებენ პოსტებს. ამ სამინისტროებთან მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა იქნება ნაყოფიერი და კონსტრუქციული", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."