"დღეს ვთქვი, მინისტრი ვარ-თქო, ასეა კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასებო" - ხიდაშელის პასუხი მათ, ვინც მისი განცხადებით გაღიზიანდა

"დღეს ვთქვი, მინისტრი ვარ-თქო, ასეა კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასებო" - ხიდაშელის პასუხი მათ, ვინც მისი განცხადებით გაღიზიანდა

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის კანდიდატად წარადგინა, თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა და შეხვედრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის უკვე მინისტრია. მისმა განცხადებამ ინტერნეტსივრცეში მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ქუთაისიდან თბილისში მომავალი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" საშუალებით პასუხობს.

"სამი ამბავი მინდა დავწერო თბილისისკენ მომავალმა.

1. ამ სივრცეში ზუსტად ისევე დავრჩები როგორც ვიყავი. შესაძლოა, ცოტა დროში დავაგვიანო ხოლმე და მაპატიეთ;

2. დღეს ვთქვი უკვე მინისტრი ვარ-თქო და გავიგე, რომ აჟიოტაჟი გამოუწვევია. შესაძლოა, უხერხულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა კონსტიტუციით ჩემო ძვირფასებო. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატს, წარდგინებას და ასეთებს. უკვე მინისტრები ვართ (ვოცნებობდით ამაზე თუ არა) და პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა;

3. მთავრობის ყველა წევრი მთავრობის წევრია, დღეს დანიშნულების ჩათვლით და ყველა ერთად მოდის პარლამენტში ნდობაზე.

სულ ეს არის", - წერს ხიდაშელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."