კოტე ჩოკორაია - ვერც ერთი ახალი მინისტრი თანამდებობას ვერ დაიკავებს, სანამ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს

 კოტე ჩოკორაია - ვერც ერთი ახალი მინისტრი თანამდებობას ვერ დაიკავებს, სანამ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს

სანამ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი მინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებენ, - აღნიშნულ განმარტებას კონსტიტუციონალისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ჩოკორაია აკეთებს.

მისი თქმით, კონსტიტუცია ლოგიკურად უნდა განიმარტოს.

"მთავრობის შემადგენლობა შეცვლილია ერთი მესამედით, ამიტომ საჭიროა მოხდეს მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადება, ანუ ახალი შემადგენლობის დამტკიცება. მანამ სანამ ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - პარლამენტი არ გადაწყვეტს და ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობის ახალ შემადგენლობას, თინა ხიდაშელი, გიგლა აგუაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი მინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტისათვის ჯერ არ წარუდგენია. შესაძლებელია დასახელებული შემადგენლობა შეიცვალოს. საქართველოს კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრს ექვსი მინისტრის შეცვლის უფლებამოსილებას ანიჭებს. უკვე მეშვიდე მინისტრის შეცვლას კი პარლამენტის თანხმობა - ნდობის გამოცხადება ჭირდება. ვერც ერთი ახალი მინისტრი ვერ დაიკავებს თანამდებობას მანამ, სანამ 75 დეპუტატი (პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა) ამას ნდობის გამოცხადებით არ დაადასტურებს", - აცხადებს კოტე ჩოკორაია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."