მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება

მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. "მთავრობის დამტკიცების საკითხი განხილული არ ყოფილა, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება. პრემიერი ცვლილებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს", - აღნიშნა სამნიძემ. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მთავრობის გეგმები, "იბიარდის" დელეგაციის ვიზიტი და სხვა საკითხები.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."