თინა ხიდაშელი ხვალ თავდაცვის სამინისტროში მინდია ჯანელიძესთან ერთად მივა

თინა ხიდაშელი ხვალ თავდაცვის სამინისტროში მინდია ჯანელიძესთან ერთად მივა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდება. ხიდაშელი უწყებაში ხვალ, 10:00 საათზე მივა და უწყების თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან ერთად შეხვდება. როგორც ხიდაშელმა გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მინდია ჯანელიძე მას "ოფიციალურად გადმოაბარებს სამუშაო ოთახს და სამუშაო რეჟიმს".

თინა ხიდაშელი განახლებულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. პრემიერ-მინისტრმა მისი დანიშვნის ბრძანება უკვე გამოსცა, თუმცა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, ის კვლავ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."