"შოკი" ან შოკუნია" არ არის ჩემი ტერმინები - კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებების მიზეზებზე

"შოკი" ან შოკუნია" არ არის ჩემი ტერმინები - კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებების მიზეზებზე

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "იმედის კვირაში" ბოლო დღეებში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ინგა გრიგოლია დაინტერესდა, იმ დროს როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემებია, რატომ განხორციელდა სამთავრობო ცვლილებები სხვა მიმართულებით.

"ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ ხელისუფლების პასუხები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. როდესაც ხალხს უძვირდება ცხოვრება, როდესაც ლარი ეცემა და ა.შ. ეკონომიკურ გუნდს უნდა შეხებოდა თუ არა ცვლილებები? რამდენად ადეკვატური იყო სამთავრობო ცვლილებები? წავიდა სპორტის მინისტრი და არავინ ეკონომიკური გუნდიდან", - იკითხა ტელეწამყვანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ეკომომიკის მინისტრის გადაყენება პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.

"არავინ დავობს, იმაზე რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას, მძიმე სოციალური ფონია, ძალიან უჭირთ ადამიანებს. ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყნამაში, რომელსაც სესხი აქვს დოლარში აღებული და მას ამის დაფარვა უწევს გაუფასურებული ლარის პირობებში. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართვრლოს შიდა პროცესებით განპირობებული. მე ვსვამ შეკითხვას, იმით, რომ დღეს გადაყენებული ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა?", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამის პასუხად ინგა გრიგოლიამ კახა კალაძეს მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადება შეახსენა, როდესაც მან ტერმინი "შოკუნია" გამოიყენა, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზინება გამოიწვია და ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მინისტრის ამ შეფასებას.

"მე არ მინდა გავიმეორე "შოკი" ან შოკუნია" ეს არ არის ჩემი ტერმინები. მე ვაფიქსირებ, რომ პრობლემა რომელიც ლართან დაკავშირებით შეიქმნა, იყო ძალიან მძიმე ქვეყნის მოსახლეობისთვის. თუმცა მე ვფქირობ, რომ დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები იქნებოდა. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და ჩვენ ერთობლივად გავუმკლავდებით ამ პრობლემას. უკვე არსებობს საფუძველი იმისა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის გამყარება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."