კახა კალაძე - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი

კახა კალაძე - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ტარიფის მომატებაზე იქნება საუბარი, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მოხდება თუ არა სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება.

"კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. მარეგულირებელი კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსირიებას მოახდენს თუ მოხდება მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფის მომატება", - განახცადა კალაძემ.

მისივე თქმით, თვითონ სუბსიდირების მომხრე არ არის. "მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიან ეტაპზე ეს იქნება მძიმე ჩენი ბიუჯეტისთვის და მძიმე კომპანიებისთვის", - აღნიშნა კალაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია