"დაწყებული თამარ მეფიდან... ჩვენს ევროპულობას გაუსვამს ხაზს" - ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელის გამინისტრებაზე

"დაწყებული თამარ მეფიდან... ჩვენს ევროპულობას გაუსვამს ხაზს" - ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელის გამინისტრებაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა კარგი პრეცედენტია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში ეთერში განაცხადა, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები ნორმალური პროცესია. მისივე თქმით, ზოგი მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა თანამდებობიდან.

"უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა ლევან ყიფიანმა. ელემენტარული შეუთანხმებლობა მოუვიდა თავისი გუნდის წევრებთან და ამ მიზეზით გადადგა ღისეული ნაბიჯი. ჩვეულებრივი პროცესია, ცდილობენ ამას დამატებით აჟიოტაჟი შესძინონ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პოცესია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მსგავსი პროცესები პარლამენტთან არ თანხმდებოდა. პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ესეც ნორმალური პროცესია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კარგი პრეცედენტია. "ხიდაშელის დანიშვნა კარი პრეცედენტია ბევრი მნიშვნელობით. ის, რომ ქალბატონია, ევროპაში ამის პრეცედენტი იყო და საქართველომაც მოახერხა ეს და ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა ამ კუთხით. ჩვენ ისტორისაც თუ გადავხედავთ, დაწყებული თამარ მეფიდან როგორი ისტორია გვაქვს ჩვენ, ჩვენ ევროპულობას გაუსვამს ხაზს, რომ ჩვენ ჩვენ ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."