"არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად" - რა რეცეპტები აქვს თინა ხიდაშელს?

"არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად" - რა რეცეპტები აქვს თინა ხიდაშელს?

თინა ხიდაშელი: "ჩემი რეცეპტები თავში მაქვს"

"ირაკლი ალასანია გასცდა იმ ზღვარს, რა ტონალობითაც ოპონენტს უნდა ესაუბრო"

ესაუბრა თუ არა მთავრობის წევრად წარდგენამდე ბიძინა ივანიშვილს და რა პრინციპით შეარჩიეს თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე, როგორ აპირებს მოქმედ პრემიერთან ურთიერთობის გაგრძელებას და შედგა თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა რესპუბლიკურ პარტიასა და ხელისუფლების პირველ პირებს შორის? ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" თავდაცვის მინისტრად დანიშნული თინათინ­ ხიდაშელი­ ესაუბრა:

- როგორც კი პრემიერმა­ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარგადგინათ, უწყების წარმომადგ­ენ­ლებთან აქტიური შეხვედრები დაიწყეთ. ამ თანამდებობისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდით და უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული კონცეფცია, თუ როგორ აპირებთ თავდაცვის სამინისტროს მართვას?

- თავდაცვის მინისტრად ჩემი დანიშვნის შესახებ პრემიერის პრესკონფერენციიდან არ შემიტყვია. ამაზე საუბარი მანამდე შედგა და შეთანხმებაც არსებობდა. რაც შეეხება ხედვას, დღეს თავდაცვის სამინისტრო უელსის სამიტზე მიღებული ფორმატის მიხედვით მუშაობს. ამ მიმართულებით კი, პირადად მე, საკმაოდ ბევრი მიმუშავია. არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველგან რეცეპტებით დადიან. შესაძლოა, ჩემი რეცეპტები თავში მაქვს, მაგრამ სამინისტროში მყოფ პროფესიონალ კადრებს მედიის საშუალებით არ დაველაპარაკები. სწორედ ამიტომ დავიწყე მათთან ინტენსიური შეხვედრები.

- თავდაპირველად პრემიერმა­ მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლა დააანონსა, თუმცა, მოგვიანებით ახალი მინისტრების სიაში თქვენც მოხვდით. საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი დანიშვნის შესახებ თავად ირაკლი ღარიბაშვილიც არ იყო ინფორმირებული. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიარეთ?

- ბიძინა ივანიშვილთან ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი განწყობა და მასთან ურთიერთობაც არასოდეს დამიმალავს. ამიტომ მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას არასოდეს შევხვედრივარ.

მოქმედ პრემიერთან ურთიერთობას კი ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე, უბრალოდ, ბევრად ინტენსიურ რეჟიმში.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."