თბილისში ჯორჯ ბუშის ბანერი დააზიანეს

თბილისში ჯორჯ ბუშის ბანერი დააზიანეს

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ბანერი დააზიანეს. პრეზიდენტის სახე და ინგლისურენოვანი წარწერა შავი საღებავით არის შეღებილი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში იმავე ადგილას ახალი ბანერი განთავსდება.

"არსებული ბანერის შეკეთება ან ახლის დამზადება დღეიდან დაიწყება და მას მიმდინარე კვირაშივე პირველადი სახე დაუბრუნდება. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ჩვენ ვგმობთ აღნიშნულ საქციელს და ვფიქრობთ, რომ ბანერები ასე არ უნდა ზიანდებოდეს", - განაცხადა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ნაროუშვილმა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია