რა ხდება აღმაშენებლის ხეივანში, ხიდის ჩამონგრევის შემდეგ

რა ხდება აღმაშენებლის ხეივანში, ხიდის ჩამონგრევის შემდეგ

აღმაშენებლის ხეივანში ხიდის ჩამონგრევის ადგილას სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. გზის სავალი ნაწილიდან უკვე გადაიტანეს ჩამონგრეული რკინის კონსტრუქცია, რომელიც სტანდარტულზე მაღალი სატვირთო ავტომობილის გავლის შედეგად ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, დაშავებული არავინ არის. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა არც სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის მიზეზითაც შემთხვევა მოხდა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ხიდს შეეჯახა, კონტეინერი წესების დარღვევით გადაჰქონდა. მომხდარი შეჯახებად გაფორმდება და სატვირთო ავტომობილის მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიუტაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა ყირიმელმა განუცხადა, შეტყობინება მომხდარი შემთხვევის შესახებ 11:00 საათზე მიიღეს.

"11:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება აღმაშენებლის მე-13 კილომეტრზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხდა დროული რეაგირება. ამ დროისათვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია", - განაცხადა ყირიმელმა.

გამოყენებულია თაზო კუპრეიშვილის ფოტო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია