"პაციენტი დაიღუპა ექიმების მოლოდინში" - ჯემალ ფუტკარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

"პაციენტი დაიღუპა ექიმების მოლოდინში" - ჯემალ ფუტკარაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე 4 მაისს შუახევში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიმართავს. ამის შესახებ დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ მივიღე ჯერ სატელეფონო შეტყობინება, ხოლო შემდეგ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩემს მშობლიურ რაიონში დაიღუპა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი. რა თქმა უნდა, გული დამწყდა და დავიწყე ინფორმაციის გადამოწმება და რაც მოვისმინე, არ ჯდება არავითარ ლოგიკის ჩარჩოში. დაჭრილი პაციენტი დაიღუპა არა გზაში საავადმყოფოში გადაყვანის დროს, არა საოპერაციო მაგიდაზე - ექიმების მზრუნველობის ქვეშ, არამედ... ექიმების მოლოდინში!!!

21-ე საუკუნეში, საქართველოში, ქვეყანაში სადაც ჯანმრთელობის დაცვის საკითხი ხელისუფლებას N1 პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ჩვენს კუთხეში, მაღალმთიან აჭარაში ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა უკვე განწირულია - 2015 წლის 25 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია " ევექსმა" შეწყვიტა ზემოთ აღნიშნულ რაიონებში გადაუდებელი სტაციონარული და გეგმიური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა. დღეს, შპს "უნიმედ-აჭარის" შუახევის სამედიცინო ცენტრში მიყვანილ დაჭრილ ახალგაზრდას ექიმის (ქირურგის) არარსებობის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ახლოს ვიცნობ გარდაცვლილის ოჯახს, პირველ რიგში, ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ, მაგრამ რა უნდა ვუთხრა ახლობლებს, როდესაც მივალ ოჯახში სამძიმრის სათქმელად? ის, რომ შუახევში სამედიცინო დაწესებულება მომგებიანი არ არის და ეკონომიკური თვალსაზრისით ექიმის შენახვა წამგებიანია-მეთქი? ის, რომ აქ დატვირთვა (ავადმყოფების სიმცირის გამო) დაბალია და ექიმს ვერ "შევინახავთ-მეთქი"? რა ხდება ხალხო? რა დაგვემართა? როგორ შეიძლება ყველაფერი ფულად ერთეულებში იზომებოდეს! - აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია