"ხადურის შეცვლას აპირებდნენ" - ვინ და რატომ გადაიფიქრა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შეცვლა?!

"ხადურის შეცვლას აპირებდნენ" - ვინ და რატომ გადაიფიქრა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შეცვლა?!

"ისიც კი ვიცი, ვის შესთავაზეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თანამდებობები"

რამდენიმე დღეში პარლამენტს მოუწევს მთავრობის გაახლებულ შემადგენლობას გამოუცხადოს ნდობა, თუმცა საზოგადოებაში ისმის ერთი, სრულიად ლეგიტიმური კითხვა, - მაშინ, როდესაც ეკონომიკური ვითარება ასე რთულია, რატომ არ შეიცვალა ეკონომიკური ბლოკის ერთი მინისტრი მაინც?

ექსერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ამგვარი ცვლილება თავადაპირველად, როდესაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა დღის წესრიგში, იგეგმებოდა.

მამუკა არეშიძე:

- სამთავრობო ცვლილებებზე ლაპარაკის დაწყებისთანავე, სახელისუფლებო კაბინეტებიდან სხვადასხვა ინფორმაცია ჟონავდა. ლაპარაკი იყო, რომ იცვლებოდა არა ორი მინისტრი, არამედ რამდენიმე, მათ შორის ეკონომიკური გუნდის წევრებიც, აქცენტი კეთდებოდა განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრის შეცვლაზე, მოკლედ, მე როგორც ვიცი, ხადურის შეცვლას აპირებდნენ. აშკარაა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გათვალისწინებაზე ხელისუფლებაში ფიქრობდნენ.

სრულიად ლოგიკური იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებისა ეკონომიკურ წარმატებებზე, საზოგადოებაში ამის ნაკლებად სჯერათ. ეს წარმატებები შეიძლება რეალურიც არის, მაგრამ არ არის იმ დონისა და მასშტაბის, რაც საზოგადოებას სჭირდება. საზოგადოება ოქროს მთებსა და განსაკუთრებულ ფუფუნებას არ ითხოვს, საზოგადოება ითხოვს მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას და სტაბილურ ცხოვრებას. ერთიმეორის მიყოლებით ვარდება ტენდერები, რომელიც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას გულისხმობს, ჩერდება საინვესტიციო პროექტები, რომელშიც უცხოელები უამრავ ფულს დებენ...

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."