თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ბინები

თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ბინები

საქართველოში უძრავი ქონების უამრავი სააგენტო და ვებგვერდი არსებობს, რომელთა საშუალებითაც სასურველი ბინისა თუ სახლის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.

bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა ღირს ყველაზე ძვირად ღირებული ბინები საქართველოში. ამის გასარკვევად რამდენიმე სააგენტოს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ბინები ყველაზე ძვირი თბილისსა და თბილისის შემოგარენში ღირს და მათი ფასი რამდენიმე მილიონ დოლარსაც კი აჭარბებს.

მაკლერების თქმით, რაც უფრო მეტი კომფორტია ბინაში, მით უფრო ძვირად აფასებს თავის ქონებას მფლობელი. ძვირად ღირებული ბინის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი მდებარეობაა. ერთ-ერთი საგენტოს მენეჯერმა გვითხრა, რომ ვაკეში, ატენის ქუჩაზე ყველაზე ძვირად ღირებული ბინა მილიონ დოლარად არის შეფასებული. "ჩვენი დაკვირვებით ძვირადღირებულ უძრავ ქონებას მფლობელი დიდი ხნის განმავლობაში ჰყიდის, მაგრამ მყიდველი აგვიანებს. საქართველოში ისედაც ჭირს და მილიონებად შეფასებულ ქონებას იშვიათად ყიდულობენ. ვინც ყიდულობს, მათი უმეტესობა უცხოელია", -განაცხადა სააგენტოს მენეჯერმა.

bpn.ge-სთან საუბრისას, მაკლერები ასევე აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი ბინები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: ბინები კორპუსში და კერძო სახლები, რომელსაც საკუთარი კარ-მიდამო აქვს. ”როგორც წესი, კერძო სახლებს უფრო მაღალი ფასი აქვს.

სტატიაში გამოყენებულია თბილისში მდებარე სახლის ფოტო, რომელიც ორ მილიონ დოლარად იყიდებოდა

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია