რა ღირს ცნობილი ბრენდების სამოსი და აქსესუარი თბილისში?

რა ღირს ცნობილი ბრენდების სამოსი და აქსესუარი თბილისში?

ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ბევრი ახალი, ძვირად ღირებული ბრენდი გამოჩნდა და შესაბამისად კონკურენციაც გაიზარდა.

bpn.ge დაინტერესდა, რა ღირს ცნობილი ბრენდის სამოსი თუ აქსესუარი, რამდენად ხშირად ცვლიან კოლექციას, კმაყოფილები არიან თუ არა მომხმარებელთა რაოდენობით და არის თუ არა ამ ბრენდებზე ფასდაკლებები? bpn.ge რამდენიმე ცნობილი ბრენდული მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერს ესაუბრა.

შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდის, Diesel-ის სამოსი საქართველოს ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. მათი პროდუქცია ძირითადად საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საშუალოდ ფასები 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. მარკეტინგის მენეჯერის თქმით, კოლექციას თითქმის სულ ანახლებენ, მაგრამ ძირითადი განახლება წელიწადში ორჯერ, შემოდგომა-ზამთარისა და გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ხდება. ფასდაკლებები ძირითადად ძველ კოლექციაზე ცხადდება. Diesel-ის მაღაზიაში სამოსი იტალიიდან შემოდის და მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, პროდუქცია არის ორიგინალი. ამჟამად დიზელის მაღაზიები გახსნილია თბილისსა და ბათუმში. სულ მალე თბილისში Diesel-ის მეორე მაღაზიის გახსნა იგეგმება.

Versace-ს იტალიური მოდის სახლის კოლექცია უკვე თბილისშიც იყიდება. მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, მედიასთან კომუნიკაცია მათ პოლიტიკაში არ შედის. როგორც ბრენდის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოში ბრენდის შემომტანი კომპანია NG Georgia-ა. კომპანიას საქართველოში შემოაქვს ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციები, როგორ არის VERSACE, VERSUS, ROBERTO CAVALLI, JITROIS, ALEXANDER MCQUEEN, ETRO, RALPH LAUREN, GAETANO NAVARRA, BLUMARINE, BARBARA BUI, CASADEI და სხვა. ფასები სამოსსა და აქსესუარებზე საკმაოდ შთამბეჭდავია და ძირითადად ოთხნიშნა რიცხვებშია გამოსახული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია