თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზების საქმეზე 9 თვიანი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის აპრილში ეწურებოდა, თუმცა 7 ნოემბრის საქმეზე მას ბრალი დაუმძიმდა და 15 მარტს პატიმრობა შეეფარდა.