მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია - უგულავას ადვოკატი

მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია - უგულავას ადვოკატი

მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა, - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც აღნიშნულმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე.

როგორც 7 ნოემბრის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, თავიდანვე დაცვის მხარის წარმომადგენლები აღნიშნულ მოსამართლეს ხელისუფლებისგან მართულ მოსამართლედ აღიქვამენ, რაც დღეს დადასტურდა.

"მას შემდეგ, რაც ამ მოსამართლეს დაეწერა ეს საქმე, ჩვენ ვაცხადებდით, რომ ის იყო მართული მოსამართლე და მისი გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი, ვაყენებდით მისი აცილების შუამდგომლობას და ა.შ. ეს რომ სწორი იყო, დღეს დადასტურდა, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მან თქვა, რომ ეს კოდექსი არის რაღაც ნაჯღაბნი და რაც ყველაზე მთავარია, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით გააკეთა ზუსტად ისეთი ინტერპრეტაცია, როგორსაც ისურვებდა საქართველოს ხელისუფლება გიგი უგულავას პოლიტიკური დევნის ფარგლებში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ მიღებულ განჩინებას, რომლის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა, მოსამართლემ ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ მიუთითა, რაც ადვოკატებს გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებდა.

"რაზეა საუბარი იმ პირობებში, როდესაც გიგი უგულავა ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისიდან არის პოლიტიკური პატიმარი და მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულდება უკავშირდება არა საქართველოს საერთო სასამართლოებს, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამ სასამართლოში ამ ეტაპზე არ მოიძებნება არც ერთი მოსამართლე, რომელსაც ეყოფა გამბედაობა, რომ მიიღოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება. ის რომ გიგი უგულავა რჩბა პატიმრობაში, არის პროკურატურისა და სასამართლოს ჰარმონიული ურთიერთთანამშრომლობის შედეგი", - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ