თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ჯილდოს გაცემის პირობას დებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ვაშინგტონი კიდევ სამი ლიდერის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვს, მათ შორის აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადულის, აბუ მუჰამედ ალ-ადნანისა და თარიქ ბინ-ალ-თაჰარ ბინ ალ ფალიჰ ალ-ავნი ალ-ჰარზის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ტეხასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ხალიფატის" ორი სამხედრო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე კონფერენციის მსვლელობისას დალასში მდებარე საკონფერენციო ცენტრს დაესხა თავს. თუმცა, პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მალევე შეძლო.

რგოროც "ბი-ბი-სი" წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბათირაშვილისა და ადნანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5-5 მილიონი დოლარის, ჰარზის შესახებ 3 მილიონი დოლარის, ხოლო ქადულის შესახებ 7 მილიონი დოლარის გაცემის პირობას დებს. ადნანი "ისლამური სახელმწიფოს" პრესსპიკერია, ბათირაშვილი - საბრძოლო მეთაური ჩრდილოეთ სირიაში, ჰარზი კი - ისლამისტების თვითმკვლელი ტერორისტების ხელმძღვანელი. "ისლამური სახელმწიფო" სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, მათ მიზანს ისლამური ხალიფატის შექმნა და მკაცრი ისლამური კანონების დამკვიდრება წარმოადგენს. ისინი ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში, ხალხის დახოცვაში, გაუპატიურებასა და ბავშვების მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ