"ქართველმა გოგო-ბიჭებმა შუა თითი დაგვანახვეს" - რას ამბობენ პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში ვიზიტზე

"ქართველმა გოგო-ბიჭებმა შუა თითი დაგვანახვეს" - რას ამბობენ პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში ვიზიტზე

"ჩვენ საქართველოში რისთვისაც ჩამოვედით, ეს არ არის პოლიტიკა, ეს ისტორიაა, წარსული, რომელიც ნამდვილად იყო და არავის მოუგონია. ჩვენი წინაპრები ერთად იბრძოდნენ..."

"აქტივისტებმა ბაიკერებს ლენტები ჩამოართვეს, თუმცა, თავად ბაიკერებმა თავისივე ხელითვე მოიძრეს ეს ლენტები და იქვე გაანადგურეს. "ღამის მგლების" მთავარი ბაიკერები ევროპისკენ მიემართებიან, ტამბოვში არსებული მათი ფილიალის ბაიკერები კი ტურნეს კავკასიაში მართავენ."

უკვე რამდენიმე დღეა, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი ბაიკერების კლუბის, "ღამის მგლების" თბილისში გამოჩენას აპროტესტებს. რუსი ბაიკერები შენიშნეს კოლმეურნეობის მოედანზე, ნაძალადევში, საბურთალოზე...

ბაიკერთა განცხადებით, ეს ტურნე დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად მოაწყვეს და ევროპისა და კავკასიის ქვეყნების მოვლას აპირებენ, თუმცა პოლონეთში ისინი არ შეუშვეს, პრობლემები შეექმნათ გერმანიაში შესვლაზეც - მათ ნაწილს ვიზები გაუუქმეს, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 მაისს ავსტრიიდან გერმანიაში 10 რუსი ბაიკერი მაინც შევიდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ რუსი ბაიკერები, რომლებიც გერმანიაში 3 მაისს შევიდნენ, ნაციონალისტური ჯგუფის, "ღამის მგლების" წევრები არიან. კრემლის მომხრე "ღამის მგლებმა" გამოაცხადეს, რომ ბერლინში მოტოციკლეტებით ჩასვლით გეგმავენ აღნიშნონ რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავი. ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კრიტიკით შეხვდა მათ გეგმებს. პრესმდივნის თქმით, ბაიკერები, როგორც ჩანს, ნაციონალისტი ჯგუფის მხარდამჭერები არიან და არა - წევრები.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს არცერთ სახელმწიფო უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია