რატომ გადაწყვიტა უკრაინელმა ბიზნესმენმა საქართველოში გადმობარგება

რატომ გადაწყვიტა უკრაინელმა ბიზნესმენმა საქართველოში გადმობარგება

"საქართველო იდეალური ქვეყანაა სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის. აქ საუკეთესო ამერიკული და ევროპული კანონები მოქმედებს, ადგილი არ აქვს კორუფციას"

უკრაინაში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელის "ბრუსნიჩკას" ყოფილი ტოპ-მენეჯერი მაქსიმ ველიჩკო საქართველოში გასული წლის დეკემბერში გადმობარგდა და საკუთარი ბიზნესის ქართულ ბაზარზე წარმოება გადაწყვიტა. აპრილის შუა რიცხვებში უკრაინელმა ბიზნესმენმა ახალი ქსელის La Family პირველი სუპერმარკეტი გახსნა თბილისში, 2015 წლის ბოლოსთვის კი ქართულ-უკრაინული კომპანია Pride Group კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც მაქსიმ ველიჩკომ უკრაინის რითეილერთა ასოციაციის გამოცემა rai.com-თან საუბრისას განაცხადა, თბილისში მუშაობა გაცილებით მარტივია, ვიდრე უკრაინაში."მე და კიდევ რამდენიმე უკრაინელი სპეციალისტი საქართველოში დეკემბერში გადმოვბარგდით და კომპანია Pride Group დავაარსეთ. უნდა ვთქვა, რომ თბილისში კომპანიის რეგისტრაციისთვის სულ რაღაც 10 დღე დაგვჭირდა, ყოველგვარი დოკუმენტური გაჭიანურებისა და გაურკვეველი გადასახადების გარეშე", - აღნიშნავს უკრაინელი ბიზნესმენი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია