სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა

სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა

"ტყვეთა ბანაკში ჯალათი ჰყავდათ, მეტსახელად, ხავშამბა, მისი ნაკბენი მაჯაზე დღემდე მამჩნევია."

"პირველად როცა მოვკალი ადამიანი, შოკიდან ორი საათი ვერ გამოვედი"

სხეულზე არაერთი ნაიარევი მისი ურთულესი, ტკივილით სავსე ცხოვრების დასტურია. როცა თავს გადახდენილ ამბებს გიყვება, რთულიც კია დაიჯერო, რომ ამ ერთი შეხედვით სუსტმა ქალბატონმა ამდენი რამ გამოიარა, ამდენ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს გაუძლო.

"ჩემმა შვილმა ტელევიზორში დამინახა თურმე და კივილი ატეხა, დედა, დედაო...ოჯახს მოსკოვში ვეგონე და ამ დროს ტელევიზიით მხედავენ ტანკზე შემომჯდარს იარაღით ხელში, ბენდენაწაკრული, ჩემს ოჯახს ბოდიშს ვუხდიდი, რომ მოვატყუე და ომში წავედი. ტანკი მიდიოდა და ჩემს შვილს ხელს ვუქნევდი, ნუკა, დედიკო, მალე დავბრუნდები-მეთქი.... მას განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ყველაფერს ისევ თავიდან, რომ ვიწყებდა იგივეს გავიმეორებდი, 25 - დღიან ტყვეობაში ყოფნას და ტანჯვა-წამებასაც ავიტანდი..."- ეს სიტყვები 57 წლის მედეა იმნაიშვილს ეკუთვნის, კიდევ ერთ-ერთი მეომარ ქალს, რომელმაც აფხაზეთის ომის ჯოჯოხეთი საკუთარ თავზე იწვნია. თუმცა, მის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. – "პირველი ჟურნალისტი ხარ, ვისაც ინტერვიუ მივეცი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარი პერსონის წინ წამოწევითაა დაინტერესებული," - მითხრა საუბრის დასასრულს.

აფხაზეთის ომი

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქვე დავამთავრე. შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობაზე ჩავაბარე. მოგვიანებით ბათუმში, თურქეთის საკონსულოში ატაშედ მუშაობა დავიწყე. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში 1989 წლის აპრილის ცნობილი მოვლენები დაიწყო. მეუღლე და ვაჟიშვილი იმ პერიოდში დავკარგე, ნუკა კი 3 წლის მყავდა... ინტელიგენტ ოჯახში გავიზარდე, მამა ბათუმის სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის მსახიობი იყო, დედა ბათუმის სახელმწიფო ბანკში ბუღალტრად მუშაობდა, ძმა მერაბ იმნაიშვილი აჭარის მშენებლობის მინისტრი იყო. ბათუმში პირველი თუ არა, მეორე ოჯახი მაინც ვიყავით. ამდენ კულტურულ ხალხში ერთი "გიჟი"მე გამოვერიე. იარაღი ყოველთვის მაინტერესებდა. 1989 წლის საპროტესტო გამოსვლებისას, თბილისში მოშიმშილეებს ბათუმელებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები ბათუმის თეატრის წინ მიმდინარეობდა, მოშიმშილეებს შორის მეც ვიყავი. დედა და ნუკა მიტინგზე მაკითხავდნენ. ნუკას სამლიტრიანით წყალი მოჰქონდა და მოშიმშილეებს თავისი პატარა ხელებით წყალს ასმევდა...აქციაზე გავიცანი აწ გარდაცვლილი ნუგზარ ყელბერაშვილი, მეტსახელად "გიჟი".

მოგვიანებით აფაზეთში ვითარება რომ დაიძაბა, ომში წასვლის სურვილი სწორედ მას გავუმხილე. არ გეშინიაო? - მკითხა, - არა-მეთქი. მაშინ თქვენს გვერდით გვიგულეთ, თქვენისთანა ხალხი გვჭირდებაო... ამ საუბრიდან ერთ თვეში ბათუმი დავტოვე. ოჯახს წერილი დავუტოვე, მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კურსებზე მივდივარ-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია