ქუჩები თბილისში, სადაც დღეს რეზო ჩხეიძის დაკრძალვის გამო, მოძრაობა შეიზღუდება

ქუჩები თბილისში, სადაც დღეს რეზო ჩხეიძის დაკრძალვის გამო, მოძრაობა შეიზღუდება

ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ღონისძიების დროს, დღეს, საზოგადოებრივი წესრიგის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, სათანადო ღონისძიებები გატარდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება და დგომა; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება და დგომა ორივე მიმართულებით.

სამების საკათედრო ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას დაარეგულირებს საპატრულო პოლიცია. ქუთაისის ქუჩაზე დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.

ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე 3 მაისს გარდაიცვალა.

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია