ფრინველის გრიპის საშიშროების გამო, თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეიზღუდა

ფრინველის გრიპის საშიშროების გამო, თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეიზღუდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეზღუდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი , საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ინფორმაციით, თურქეთში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი დაფიქსირდა. შესაბამისად, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ფრინველის და მეფრინველეობის პროდუქტების (ხორცი და ხორცპროდუქტები, კვერცხი) იმპორტი შეიზღუდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და იმპორტიორებს. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს თურქეთიდან უკვე იმპორტირებულ პროდუქციაზეც განახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია