ხადური უმცირესობას - შოკუნიები თქვენ ხართ

ხადური უმცირესობას - შოკუნიები თქვენ ხართ

შოკუნიები თქვენა ხართ, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, შოკი იყოთ და არ გამოგივიდათ ეგ ამბავი და ვერც გამოგივათ, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

როგორც ხადურმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, საბიუჯეტო ხარჯვას ლარზე ზეწოლა არ ჰქონია, არამედ ადგილი ჰქონდა გარე შოკებს. მან ასევე კონსტიტუციის წაკითხვისკენ მოუწოდა დეპუტატებს, რათა იცოდნენ, ვინ ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას.

დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ხადურს სთხოვა დაეკონკრეტებინა მუხლი, რომელშიც წერია, რომ ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ხადურმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ჯაფარიძის თქმით კი, მონეტარული პოლიტიკა ბევრ რამეს მოიცავს და გაცვლითი კურსი იქ ნახსენები არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."