დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...

დედობის "საიდუმლო" ანუ არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედი...

"ერთ დღეს ავდექი და მოძღვარს ვუთხარი, მინდა დედა გავხდე-მეთქი. მერე, რას ელოდები, გათხოვდიო. გამეცინა - მეორე ნახევრის ლოდინში დრო გადის და დედობის შანსიც მცირდება. აი, ნახეთ ჩემი ინ ვიტრო ფერტილიზაციის ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნა, ექიმები მეუბნებიან, - თუ არ იჩქარებ, დედობას ვეღარ შეძლებო, - ვუთხარი მოძღვარს და სამედიცინო ცნობა მივაწოდე. წარბშეკრულმა მკითხა, - ხელოვნური განაყოფიერებით აპირებ ბავშვის გაჩენასო? დიახ, მამაო, მინდა დედა გავხდე, ეს დანაშაულია-მეთქი? მოძღვარმა მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა, - ნატა, ასეთი რამ არავის უთქვამს ჩემთვის და ამ საკითხზე ალბათ ამიტომაც არ მიფიქრია, მაგრამ ძნელია, ქალს უთხრა, - თუ ვერ გათხოვდები, დედობის სურვილი თავიდან ამოიგდეო".

მოძღვართან ეს დიალოგი სამი წლის წინ ჰქონდა ნატას. ახლა მას პატარა ნიკოლოზი ჰყავს, თუმცა ის "სინჯარის ბავშვი" არ არის. გაგიკვირდებათ და ნატას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, ნიკოლოზზე ცოტა უფროსი ლუკა, თუმცა, სჯობს ნატას მოვუსმინოთ.

- მიუხედავად იმისა, რომ არც გარეგნულად ვარ დასაწუნი და არც სოციალური სტატუსით, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე. მაღიზიანებდა იმ ბიჭების ყურადღება, ვისაც ჩემი ქონება და დედისერთობა იზიდავდათ. ბევრი მომწონებია გარეგნობისა და მანერების გამო, მაგრამ მათთან პირისპირ დარჩენილი მალე ვხვდებოდი, რომ ის კაცები არ იყვნენ, ვისთვისაც შეიძლებოდა ბედი სამუდამოდ დამეკავშირებინა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დავრჩი. გადავწყვიტე, შვილი გამეჩინა ხელოვნური განაყოფიერებით. მაშინ 36 წლის ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ოცნების განხორციელება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. გადავწყვიტე, ფული მომეგროვებინა. ამ დროს ხომ იცით, როგორც ხდება, ცხოვრობ რაღაც მიზნისთვის, აგროვებ ფულს, მაგრამ გზადაგზა სხვა საქმეებიც გამოჩნდება, რისთვისაც ასევე გჭირდება ფული, ამიტომაც დანაზოგს აკლებ, მერე ამატებ, თან მარტოობასაც ეჩვევი და საკუთარ თავს ეკითხები, - იქნებ სჯობს მარტოობა. შვილი რომ გააჩინო და უცებ რაღაც დაგემართოს, ვინ მიხედავს ბავშვს?.. მოკლედ, ასე საკუთარ თავთან ბრძოლაში მაინც დავაგროვე საჭირო თანხა, მაგრამ ამასობაში წლებიც მომემატა და ჩემ ორგანიზმში განაყოფიერების უნარიც ძალიან დაქვეითდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია