ირაკლი ღარიბაშვილი - გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი - გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. როგორც პრემიერმა "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრაზე, პარლამენტში განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე კომპანიამაც მიმართა, თუმცა პრემიერის ინფორმაციით, ტარიფების ზრდა არ იგეგმება.

"რაც შეეხება გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირებას, ეს კითხვა დავუსვი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მთავრობის სხდომაზეც. ამ ეტაპისთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის და გაზის გადასახადის ზრდა, თუმცა განვმარტავ, რომ ეს ჩვენი მთავრობის პოზიციაა. ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ და 15 მილიონით სუბსიდირება მოხდა გაზის ნაწილში იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას და მათ ჯიბეს არ დააწვეს გაზის ტარიფის ზრდა. რაც შეეხება ელექტროენერგის ტარიფს, მე ამ ეტაპზე მოკლებული ვარ ინფორმაციას, მოხდება თუ არა ცვლილება. ამას შესაბამისი ორგანო შეისწავლის. ვიცი, რომ რამდენიმე კომპანიამ მიმართა მარეგულირებელ კომისიას და მათ უნდა შეისწავლონ საკითხი. ამ ეტაპისთვის კი გაზისა და ელექტროენერგიის გადასახდის ზრდა არ იგეგმება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია