როგორი იქნება ახალი საცხოვრებელი უბნები თბილისში?

როგორი იქნება ახალი საცხოვრებელი უბნები თბილისში?

"მომავლის ქალაქი" თბილისის ზღვასთან (+ფოტოები)

თბილისის ზღვის მახლობლად, ახალ უბანში მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. უკაცრიელ ადგილზე, სადაც ადრე არავინ ცხოვრობდა, დღეს კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები შენდება. აქვეა ახლად აშენებული ოლიმპიური სოფელი, რომელმაც საზაფხულო ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. მშენებლობას კერძო კორპორაცია "ჰუალინგ ჯგუფი" აწარმოებს.

მშენებარე "ქალაქი", სადაც ადრე ხრამი იყო

ყველაზე შთამბეჭდავი "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის თბილისის ზღვის ახალი ქალაქია. ეს ახალი დასახლება, რომელიც თბილისის ზღვის მახლობლად მდებარეობს, 420 ჰექტარზეა გადაშლილი და აერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებსაც. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობა წრაფი ტემპით მიმდინარეობს. საბოლოოდ ეს იქნება პატარა ქალაქი ქალაქში - ასეთია პროექტის ავტორთა ჩანაფიქრი.

თინათინ შიშინაშვილი, "ჰუალინგ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

"2012 წელს ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის, "ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქის" მშენებლობა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, აშენებულია 21 კორპუსი, რომელშიც უკვე ყველასთვის ცნობილი ოლიმპიური სოფელიც შედის. აქ ბიზნესის წარმოებისთვის მომგებიანი და კომფორტული გარემო იქნება, სწორედ ამიტომ შენდება 110 ათას კვ. მეტრზე გაშლილი ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრიც - ეს იქნება კავკასიაში უდიდესი საბითუმო და საცალო სავაჭრო კომპლექსი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია