გარდაცვლილი პატარძალი და გამჟღავნებული დანაშაულები

გარდაცვლილი პატარძალი და გამჟღავნებული დანაშაულები

გთავაზობთ კიდევ ერთ კრიმინალურ ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

სოფელში ბევრს შეშურდა მზიასი, რადგან გოგო ქალაქში გათხოვდა შეძლებული ოჯახის დედისერთაზე. მართალია სიძე გარეგნულად თავს ვერ მოიწონებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატარძალი ძვირფასი სამკაულებით აავსეს, დედოფალივით შემოსეს და საჩუქრები არც მისი ოჯახის წევრებისთვის დაიშურეს, ყველა მზიას ბედნიერებაზე ალაპარაკდა.

სასიძო გაქნილმა მაჭანკალმა ლიზამ შეურჩია ოჯახს. თანაც ლიზას არა მხოლოდ სამაჭანკლო ძვირფასი საჩუქარი ხიბლავდა (და და სიძე კარატიან ბრილიანტისთვლიან ბეჭედს დაჰპირდნენ, ოღონდ ამ საქმეს თავი მოაბიო), თავისი დისშვილისთვის ირჯებოდა. გარდა ამისა, სასიძოს თავს ყველაფერი მთლად რიგზე ვერ იყო. პირველ ცოლს თავი მოუწამლავს, მეორე გაჰქცევია და ახლა უკვე მესამეჯერ აპირებდა "უღელში შებმას".

სასიძოს მხოლოდ ერთი "ნაკლი" აქვს და იმასაც ახლავე გაგიმხელთო, გულღია დეიდის როლის თამაშმა მოუწია სამაჭანკლოდ მისულს და მზიას მშობლებსა და ახლო ნათესავებს ასე წარუდგინა დისშვილი:

- ყველაფერს ბედი უნდა, ასეთ ჭკვიანსა და პატიოსან ბიჭს როგორ არ უნდა გამართლებოდა. პირველი ცოლი არ გამოადგა (რომელიც "რიგით" მეორე იყო! - ავტ.), - უსაქმური იყო, მარტო ჩაცმასა და სამკაულებზე ფიქრობდა. უბრალო შენიშვნასაც ვერ იტანდა, სისხლი გაუშრო ჩემს დასა და სიძეს. ეგ ჯანდაბას, აიტანდნენ, არც შინამოსამსახურის აყვანა გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც შვილი გაუჩნდა. იმასაც ყოველდღე აყვედრიდა ოჯახს, ვერელი გოგო სანზონაში გამოგყევითო. არადა, ნეტავ განახვათ, ერთ გაუბედურებულ ეზოში ცხოვრობენ, ოროთახიან მიწურში, ჩემს დას კი ნამდვილი სასახლე აქვს აუზით და უზარმაზარი ეზოთი. ამის გამოა, ახლა სოფელში გაზრდილი გოგო რომ ინდომეს თავიანთი დედისერთა ბიჭისთვის, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოსო!..

ლიზა კარგად იცნობდა მზიასაც და მის ოჯახსაც. მის თვალწინ გაიზარდა მზია. ძალიან ლამაზი გოგო იყო, მაგრამ თავისი გარეგნობით არასოდეს უამაყია. თავმდაბალი, ჭკვიანი გოგო იყო, ნიჭიერიც, მშობლების დამჯერიც. კარგადაც სწავლობდა, მაგრამ ქალაქში სწავლის გასაგრძელებლად მარტომ ვერ გაბედა წასვლა, არც ოჯახს ჰქონდა საიმისო შესაძლებლობა, რომ სტუდენტი ქალიშვილი ერჩინა. ამიტომ სხვა რა გზა ჰქონდა, გოგონა შინ დარჩა და არა მხოლოდ უმცროსი და-ძმის მოვლაში ეხმარებოდა დედას, ბოსტანსა და ბაღ-ვენახშიც მშობლებთან ერთად ტრიალებდა. სწავლის გაგრძელებაზეც ოცნებობდა, იქნებ როგორმე დაუსწრებლად მაინც ჩავაბარო პედაგოგიურ ინსტიტუტშიო. ამიტომაც იყო, ლიზა მზიას ახლობლებს იმასაც დაჰპირდა, პედაგოგიურში კი არა, ისეთ ოჯახში შედგამს ფეხს თქვენი ქალიშვილი, სამედიცინო ინსტიტუტშიც უპრობლემოდ მოაწყობენ რძალსო. "მეორე მხარეს" კი, ანუ თავის დას თამამად შესთავაზა სოფლელი ლამაზი გოგო სარძლოდ, თქვენ რომ გჭირდებათ, სწორედ ისეთია, ოჯახის ერთგული და პატიოსანიო...

მოკლედ, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა და 19 წლის მზია დაუფიქრებლად გააყოლეს დედაქალაქში 27 წლის ომარ ზედაშიძეს (გვარ-სახელი აქ და შემდგომშიც შეცვლილია). ქორწილში მთელი სოფელი დაპატიჟეს და ლხინი მას შემდეგაც გაგრძელდა, მაყრიონმა პატარძალი რომ წაიყვანა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია