"ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილ პრეზიდენტს თვითმფრინავით მასაჟისტები ჩამოყავდა" - გრიგოლიამ ზურაბ ჯაფარიძეს "ნაციონალების" "ცოდვები" შეახსენა

"ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილ პრეზიდენტს თვითმფრინავით მასაჟისტები ჩამოყავდა" - გრიგოლიამ ზურაბ ჯაფარიძეს "ნაციონალების" "ცოდვები" შეახსენა

"რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ძველი და ახალი ხელისუფლების დროის შედარება სთხოვა და, მოქმედი მთავრობის ხარჯების კრიტიკის ფონზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხარჯები შეახსენა.

"ეს იყო ბიზნესების დატერორების დრო, ქვების გროვაში ადამიანებს მილიონებს ახდევინებდნენ ბიზნესის თავისუფლების მხრივ არ განსხვავდება დღევანდელი მდგომარეობა?

როდესაც ამ ხელისუფლების ხარჯებზე არის საუბარი, არ იფიქროთ, რომ მე მათ ადვოკატირებას ვაპირებ, ფაქტები მინდა შედარებისთვის გავიხსენოთ, ობიექტურები რომ ვიყოთ, ხარჯების და ქამრების არშემოჭერის გამო აკრიტიკებთ... ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილ პრეზიდენტს თვითმფრინავით ჩამოყავდა მასაჟისტები, გნებავთ მასაჟისტი, ბიუჯეტის ხარჯზე, ვისი ხარჯები იყო უფრო ცუდი?", - ამ შეკითხვით მიმართა ტელეწამყვანმა უმცირესობის წევრს.

ზურა ჯაფარიძემ შეკითხვის პასუხად ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება.

"გულწრფელად გპასუხობთ, მე არ ვიცი საერთოდ ჩამოყავდა თუ არა. თუ ჩამოყავდა, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ასეთი ტიპის ხარჯებზე არ მაქვს საუბარი, რომ ესენი ჯიპებში და რბილ ავეჯში ხარჯავენ, ზოგადად, ჩვენ ვხარჯავდით მთლიანი შიდა პროდუქტის 36% ეკონომიკასთან მიმართებაში, რაც ჩემი აზრით, არის არასწორი. იმიტომ რომ, ჩვენ უნდა დაგვეხარჯა გაცილებით ნაკლები, რომ გვქონოდა ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები