"თქვენს ეთერში ძალიან ბინძური განცხადება ყოფილა ჩემს შვილებთან დაკავშირებით" - თინა ხიდაშელის პასუხი "რეაქციის" ერთ-ერთ რესპონდენტს

"თქვენს ეთერში ძალიან ბინძური განცხადება ყოფილა ჩემს შვილებთან დაკავშირებით" - თინა ხიდაშელის პასუხი "რეაქციის" ერთ-ერთ რესპონდენტს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა "რეაქციაში" გასულ კვირას მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც იმავე გადაცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა მისი შვილების შესახებ "ბინძური განცხადება" გააკეთა.

"თქვენ ეთერში წინა პარასკევს ძალიან ბინძური განცხადება ყოფილა ჩემს შვილებთან დაკავშირებით და თქვენ იცით, რომ მე ამას პასუხის გარეშე არ ვტოვებ. თქვენც პასუხი არ გაგიციათ. ეს ეთერში იყო და მე ვუყურე ამას, როდესაც მან თქვა, რომ მე ჩემი შვილები გადამალული მყავს და უცხოეთში არიან სასწავლებლად წასული. მე ბატონ ამ განცხადების ავტორს მინდა მივმართო, რომ მიბრძანდეს თბილისში 162-ე საშუალო სკოლაში და გაარკვიოს, ჩემი შვილები საჯარო სკოლაში სწავლობენ და სად არიან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა, თუმცა რესპონდენტის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ინგა გრიგოლიამ ვერც ფაქტის და ვერ რესპონდენტის გახსენება ვერ შეძლო, მაგრამ დაადასტურა, რომ მინისტრობის კანდიდატის შვილები ნამდვილად საქართველოში იმყოფებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია