დღის ფოტო: მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

დღის ფოტო: მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში იმყოფებოდა.

ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით როგორც ომის ვეტერანებმა, ისე სხვა მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პოლიტიკოსებიც მიდიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."