Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ავარიაში მოყვა. ინფორმაცია უშუალოდ დეპუტატთან გადავამოწმეთ, რომელმაც ავარიის მიზეზზე გვესაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევა წვიმიანმა ამინდა განაპირობა. მისი თქმით, ავტომობილი მოცურდა და საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა.
- ბატონო გია, სად მოხვდით ავარიაში?
- ზესტაფონთან მომიცურდა მანქანა და ცოტა მივარტყი, დიდი დაზიანება არ აქვს ავტომობილს. წვიმის ბრალია, მანქანა რომ მომიცურდა.
- თავად მიიღეთ დაზიანებები?
- არა, თავს კარგად ვგრძნობ და ზესტაფონიდან ვბრუნდები თბილისში.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE