ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა, სავარაუდოდ კონდიციონერს ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ "სიხარულის" წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა. ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.

რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ქობულეთში გაემგზავრნენ. როგორც რუსთავის მერი დავით ჯიქია აცხადებს, მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ანსამბლ ,,სიხარულის" ბავშვები დროულად დააბრუნონ ქობულეთიდან რუსთავში, ასევე დახმარება აღმოუჩინონ დაღუპული ბავშვების ოჯახებს.

,,საშინელი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთში. სასტუმრო ,,არმაზში" გაჩენილ ხანძარს სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქობულეთში მყოფი ბავშვები რუსთავში საკუთარ სახლებში დროულად ჩამოვიყვანოთ," - განაცხადა დავით ჯიქიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

იხილეთ|ქობულეთში ხანძრის დროს სამი ბავშვი დაიღუპა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია