ძლიერი დამწვრობების გამო, ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

ძლიერი დამწვრობების გამო, ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძლიერი დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. ლევან ბოლქვაძის განმარტებით, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.

"იდენტიფიკაციის მიზნით, აღებული იქნა დნმ-ისთვის მასალა მშობლებიდან და გარდაცვლილებიდან, გაიგზავნა თბილისში, სადაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და ბავშვების იდენტიფიკაცია. ცხედრებს გადაასვენებენ რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში და დნმ-ის ანალიზის პასუხების შემდეგ მიასვენებენ ოჯახებში", - აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ. ლევან ბოლქვაძის განმარტებით, ექსპერტიზის და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ|"ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული" - სასტუმრო "არმაზის" მფლობელი პირველ კომენტარს აკეთებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია