რუსთავის პროზექტურიდან გარდაცვლილი ბავშვების ცხედრებს ტაძარში გადაასვენებენ

რუსთავის პროზექტურიდან გარდაცვლილი ბავშვების ცხედრებს ტაძარში გადაასვენებენ

რუსთავის პროზექტურის ეზოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან შეკრებილები.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რუსთავიდან იტყობინება, დაღუპული ბავშვების ცხედრებს ჯერ რუსთავის პროზექტურაში მიასვენებენ, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრები თავიდან ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძლიერი დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. მისივე განმარტებით, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია