ქობულეთში დაღუპული ბავშვების ცხედრები რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რუსთავიდან იტყობინება ბავშვების ცხედრები ტაძარში რუსთავის პროზექტურიდან გადაასვენეს.
გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" ხანძარი გაჩნდა, რასაც სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ "სიხარული 2-ის" წევრები იყვნენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.