NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. შეკითხვაზე, რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობა" რესპოდენტთა 44%-მა დაახელა, მეორე ადგილზეა 6%-ით "თავისუფალი დემოკრატები", მესამეზე კი 5%-ით "პატრიოტთა ალიანსი".
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს მათი პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება - "დემოკრატიული მოძრაობა" - 4%, "ლეიბორისტული პარტია" - 3%, "თავისუფალი საქართველო" - 1% და სხვა პარტიები - 11%.
გამოკითხულთა 2%-მა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მმართველი პარტია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაასახელა. ასევე 23%-მა აირჩია კატეგორია - "არც ერთი", დანარჩენმა პასუხისგან ან თავი შეიკავა ან შემოხაზა კატეგორია "არ ვიცი".
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.