რა მდგომარეობაში არიან ქართველები, რომლებიც დაბომბილ გემზე იმყოფებიან - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

რა მდგომარეობაში არიან ქართველები, რომლებიც დაბომბილ გემზე იმყოფებიან - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

ლიბიის წყლებში, თურქული სატვირთო გემის დაბომბვის შედეგად ქართველი მეზღვაურები არ დაშავებულან, - ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთმზიდ "Tuna 1"-ზე იმყოფება ექვსი ქართველი მეზღვაური. ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ეკიპაჟის ერთი წევრი, თურქეთის მოქალაქე, კაპიტნის მესამე თანაშემწე. ქართველები მეზღვაურები არ დაშავებულან. სააგენტო მუდმივ კავშირზეა მათთან და მათივე ცნობით, გემი არ არის გამართულ მდგომარეობაში, თუმცა შეძლებენ ნავსადგურამდე მისვლას უპრობლემოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქმის კურსში ჩააყენა საბერძნეთში, ეგვიპტესა და თურქეთში საქართველოს საელჩოები, საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრები და სანაპირო დაცვის სამსახურები.

"ამჟამად გემის პოზიცია არის ყველაზე ახლოს საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან. საბერძნეთის სანაპირო დაცვა საქმის კურსშია და განვითარებული მოვლენების შესახებ გაცნობებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია