დამოუკიდებელი ექსპერტი ქობულეთის ტრაგედიაზე: შეესაბამებოდა თუ არა სასტუმროში არსებული უსაფრთხოების ნორმები მინიმალურ სტანდარტებს

დამოუკიდებელი ექსპერტი ქობულეთის ტრაგედიაზე: შეესაბამებოდა თუ არა სასტუმროში არსებული უსაფრთხოების ნორმები მინიმალურ სტანდარტებს

რა გახდა ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" ხანძრის გამომწვევი მიზეზი, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამას გამოძიება დაადგენს.

ექსპერტიზის დასკვნამდე დამოუკიდებელი ექსპერტი Ambebi.ge-სთან საუბრისას, გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალაზე დაყრდნობით ცდილობს დაადგინოს, შეესაბამებოდა თუ არა სასტუმროში არსებული უსაფრთხოების ნორმები მინიმალურ სტანდარტებს.

- შეიძლება თუ არა ვიდეო და ფოტო კადრებით ვიმსჯელოთ უსაფრთხოების სტანდარტებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმრო?

დავით ჩიჯავაძე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიცირებული ექსპერტი:

- ვიდეოზე დაკვირვებით რთულია ექსპერტული დასკვნის გაკეთება. რაც ჩანს, ფაქტია, რომ კარის გაღება შეესაბამება ევაკუაციის გეგმას. ანუ კარი უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ, რათა ხანძრის დროს ოთახში წნევა იმატებს და სუსტმა ადამიანმაც შეძლოს თავის დაღწევა. ამ შემთხვევაში ამ მოთხოვნებს სასტუმრო ნაწილობრივ პასუხობს.

მე აქ ვერ ვხედავ ჭერს. ამით გავაკეთებდით დასკვნას იყო თუ არა სახანძრო დეტექტორები, ან თუნდაც თერმული დეტექტორები, რომელიც ხანძრის შესახებ შეატყობინებდა ხალხს.

აშკარაა ისიც, რომ მოპირკეთება გაკეთებულია მეტალო პლასტმასით. ასევე პლასტმასია მიკრული ბეტონის კედელზეც. პლასტმასი ადვილად წვადია. იმ შემთხვევაში, თუ წვად მასალასთან გვაქვს საქმე, გარკვეული სტანდარტის მიხედვით, დეტექტორების არსებობაა საჭირო. საჭიროა ასევე ცეცხლმაქრები. ცეცხლმაქრების არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ასევე იმას, თუ როგორ იყო ეს ცეცხლმაქრები შენობაში განლაგებული.

როგორც ვიდეოში ვნახეთ, ეს პლასტმასი აძლიერებს დამანგრეველ მოქმედებას. თუ არის ადვილად წვადი ნივთიერებები, ანუ თუ კედლის საფარის წვა მედეგობა 2,5 საათს არ აღწევს, აუცილებელია ისევ და ისევ სახანძრო სისტემის დეტექტორის ან თერმოდეტექტორის დაყენება.

- უნდა გააჩნდეს თუ არა სასტუმროებს საევაკუაციო გეგმა, იმ შემთხვევაში თუ ხანძარი მაინც გაჩნდა?

- აუცილებელია სასტუმროს ყველა სართულს გააჩნდეს საევაკუაციო გზა. თუ ერთი მხარე ცეცხლით არის მოჭერილი, სხვა მხარეს უნდა შეეძლოს მოქალაქეს გასვლა.

გასათვალისწინებელია კარის მასალაც. ხანძრის დროს ხე დაიწვება და უფრო ადვილი გასანგრევი ხდება. განსხვავებით პლასტმასისგან, რომელიც ედუღება ერთმანეთს.

- არის თუ არა საქართველოში დაცული უსაფრთხოების ნორმები, არის თუ არა რაიმე სტანდარტი, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი. არის თუ არა მაკონტროლებელი ორგანო?

- არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის 449-ე ბრძანება, 2007 წელს გამოცემული, სადაც არის მონაცემები, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები თუ 10 კაცი არის შენობაში, მაშინ შენობას უნდა გააჩნდეს გეგმა, საით უნდა გაიქცეს ადამიანი. 50 კაცზე მეტი თუ არის, უნდა არსებობდეს საევაკუაციო გასასვლელი. ოთახებში უნდა იყოს კვამლის ან თერმოდეტექტორები, რომელიც 68 გრადუს ტემპერატურაზე განგაშს ტეხს.

გარდა ამისა, არსებობს დატვირთვის ფაქტორი. თუ გარკვეულ ტერიტორიაზე რამდენი ადამიანია განთავსებული. ამერიკული სტანდარტით ყველაფერი ისეთნაირად არის გათვლილი, რომ შენობა თუ არ იქნა ამ სტანდარტს მორგებული, ეს შენობა ექსპლუატაციაში არ შევა. ამერიკული სტანდარტი ევროპაში ახლა იკიდებს ფეხს. შესასრულებლად რთულია, თუმცა აუცილებელი.

რაც შეეხება მონიტორინგს, სამწუხაროდ მონიტორინგი საქართველოში ჯერ არ გვაქვს. ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა და ინსპექციები 2016 წლიდან დაიწყება, რაც ვფიქრობ, სიტუაციას გამოასწორებს. მე მიმაჩნია, რომ ხანძრის მენეჯმენტი ყველა ორგანიზაციაში უნდა იყოს, ეს პირველ რიგში მოქალაქეების სიცოცხლეს დაიცავს და ასევე დაიცავს ორგანიზაციის იმიჯს.

შეგახსენებთ, რომ "სასტუმრო "არმაზში" გუშინ, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. ისინი სასტუმროს მესამე სართულზე იყვნენ მოთავსებული. როგორც სასტუმროს მეპატრონე შერმადინ ართმელაძემ დღეს, სასტუმროში რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ Ambebi.ge-ს კორესპონდენტს განუცხადა, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი უყურადღებობაა. "ბავშვები უყურადღებოდ დარჩნენ და დაიწვნენ, მე კი ქონება დამეწვა", - ამბობს შერმადინ ართმელაძე.

იხილეთ ვიდეო

PalitraTV.ge

იხილეთ| "მშობლები სვამდნენ, თრიაქობდნენ, ბავშვები დაიწვნენ, მე კი ქონება დამეწვა" - სასტუმროს მეპატრონე საბედისწერო წუთებზე

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია