გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გააგრძელებს სვლას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გააგრძელებს სვლას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება

საქართველო გააგრძელებს სვლას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე ისაუბრა და განმარტა, რომ საუბარი საქართველოსა და რეგიონში სხვადასხვა კუთხით მიმდინარე პროცესებს შეეხო.

"ჩვენ შევეხეთ რამდენიმე პრობლემურ საკითხს, მათ შორის იმას, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულებები. ისინი საქართველოს სუვერენიტეტს დარტყმას აყენებს. გარდა ამისა, საკმაოდ დატვირთული იყო ჩვენი დღის წესრიგი – ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არსებითი პაკეტი და წვრთნისა და შეფასების ცენტრის განვითარება. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ პაკეტში მოცემული საკითხები შესრულდება დროულად და ეფექტურად.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებშიც. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ქართველი ხალხის არჩევანზე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი და გაიზიაროს ის ღირებულებები, რომელზეც ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. საქართველო გააგრძელებს მოძრაობას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება - იმ ღირებულებების, რომელზეც დგას ალიანსი. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."