საქართველოში პენსია 21 დოლარით შემცირდა, საშუალო ხელფასი - 100 დოლარით

საქართველოში პენსია 21 დოლარით შემცირდა, საშუალო ხელფასი - 100 დოლარით

საქართველოში უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ ლარის დევალვაციამდე საშუალო პენსია 85 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 64 დოლარს შეადგენს და რეგიონში უმდაბლესი მაჩვენებელია. საშუალო ხელფასით კი მხოლოდ სომხეთსა და მოლდოვას ვუსწრებთ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 17,1%-ს შეადგენს და ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სპეციალისტების შეფასებით, პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის არსებულ დისპროპორციას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა და პენსიონერთა რიცხვი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათეული წელია მუდმივად იზრდება. ამ დროს ხელფასის მიმღებთა რიცხვი, პრაქტიკულად, არ იცვლება.

საქართველოში ასაკით პენსიონერის საშუალო პენსია 150 ლარი, დღევანდელი კურსით დაახლოებით 64 დოლარია. ეროვნული ვალუტის დევალვაციამდე ის 85 დოლარი იყო. საშუალო ხელფასი კი 870 ლარს, ანუ დაახლოებით 371 დოლარს შეადგენს. ლარის გაუფასურებამდე კი ეს მაჩვენებელი 468 დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი პენსიონერის პენსია საშულაო ხელფასის მხოლოდ 17,1%-ია.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია