პალიასტომის ტბამ მკვდარი, დაავადებული თევზები გამორიყა

პალიასტომის ტბამ მკვდარი, დაავადებული თევზები გამორიყა

ფოთში პალიასტომის ტბაზე, მდინარე კაპარჭინისა და შავღელის არხში მკვდარი თევზების გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თევზებს წითელი ლაქები აღენიშნებათ.

კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა მკვდარი თევზები პატრულირებისას ნახეს. პარკმა აჭარის რეგიონის ასოციაცია "ფლორასა და ფაუნას" წარმომადგენელს არჩილ გუჩმანიძეს მიმართა. დადგინდა, რომ გამორიყულ თევზებს დაავადება წითურა აღმოაჩნდათ, რაც, სპეციალისტების ინფორმაციით, პალიასტომის ტბის წყლის დონის მკვეთრ დაწევასთან არის დაკავშირებული. კოლხეთის ეროვნული პარკის ინფორმაციით, ნალექის მოსვლისთანავე სიტუაცია განიმუხტება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია