5 რამ, რითიც ქართველი კაცები "ვმარიაჟობთ"

5 რამ, რითიც ქართველი კაცები "ვმარიაჟობთ"

მარიაჟი - "ქორწილი" ბანქოს თამაშში: ერთი და იმავე ფერის პაპა და ქალი ერთი მოთამაშის ხელში. - უცხო სიტყვათა ლექსიკონი

საქართველოში ამ სიტყვას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს. "მარიაჟობა" ამა თუ იმ ნივთით ან საგნით თავის მოწონებაა. სამწუხაროდ, (და არა საბედნიეროდ) ქართველებს დიდი დოზით გვიყვარს ეს ფრანგული სიტყვა. გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვთვალოთ 5 ფაქტი, რითაც ქართველი კაცები "ვმარიაჟობთ".

1. ქალები

ბუნებაში არ არსებობს ქართველი კაცი, რომელსაც ქალთან ერთ ღამეში, მინიმუმ სამჯერ არ შეეძლოს სექსი. მეტიც, თითქმის ყველა მათგანს პრაქტიკაში განუხორციელებია ეს. ბოლოს მას კიდევ აქვს სურვილი, მაგრამ ქალები იღლებიან ხოლმე. ასევე არ არსებობს ქართველი კაცი, რომელიც უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ თავის საგმირო თავგადასავლებს არ ყვებოდეს, არადა ხშირად, არათუ ქალი არ "დაუკერავთ", არამედ უკრაინელ მეძავთანაც არ გაუვლიათ, მაგრამ "მარიაჟობა" მსხვერპლს, უფრო მეტად კი ტყუილს მოითხოვს.

2. დალევა

როგორც წესი, ქართველ კაცთა უმეტესობა სხვაზე მინიმუმ ერთი ჭიქით მეტს სვამს. შეუძლია ბეჭზე დასცეს ნებისმიერი მოწინააღმდეგე და თვითონ არაფერი შეეტყოს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები საკუთარ თავსაც არ უტყდებიან, რომ დალევა მათი საქმე არაა, სმას აგრძელებენ ჯიუტად, ხოლო თუ მოხდა, რომ სუფრაზე დაეძინა, ან ვინმეზე ადრე დაეცა ბრძოლის ველზე, აუცილებლად ამბობენ - სასმელი ავურიე და უცებ მომწყვიტა, უძილო ვიყავი და მომეკიდა და ა.შ.

3. ჩხუბი

რატომღაც ქართველ კაცებს ძალიან გვიყვარს, როდესაც ჩხუბის ეპიზოდებს ვყვებით (ამ დროს ჩვენში სამასივე არაგველი ერთად იღვიძებს). როგორც წესი, თხრობისას ობიექტურობას ვკარგავთ და ისე ვიგერიებთ მოწინააღმდეგეებს, როგორც იპოლიტე ხვიჩიას გმირი "მხიარულ რომანში". თუ "სინიაკი" ან როგორც ჩვენში იტყვიან, "ფინგალი" დაგვრჩა, აქაც მოიძებნება გამოსავალი - რამდენიმე იყო და მარტო გაგიჭირდა თავის ბოლომდე დაცვა, თუმცა იმათაც მაგრად მოხვდათ.

4. მანქანა

ეს ტრანსპორტი ხშირად მხოლოდ იმიტომ გვყავს, რომ "ვიმარიაჟოთ", თორემ სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს. "სამარიაჟოდ" არ გამოდგება 10 000 დოლარზე იაფფასიანი მანქანა. მანქანის პატრონს, როგორც წესი, მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც გვერდით გაცილებით უკეთესი მანქანა დაუდგა და შეჯიბრება სთხოვა, რაზეც ეს დათანხმდა და ისე გაასწრო, კუდიც არ დაანახვა.

5. წიგნი

ბოლო დროს წიგნი ერთგვარი სამარიაჟო ნივთი გახდა. ის, ვინც წიგნით მარიაჟობას აპირებს, როგორც წესი, არასოდეს კითხულობს წიგნს, კითხულობს მხოლოდ ანოტაციას, რათა მერე გარკვეულ წრეში ჩავარდნილმა აზრი გამოთქვას. ასეთ ადამიანებს, თუ რამე წიგნი არ აქვთ წაკითხული, თავს იმით იმართლებენ, რომ ეს მწერალი "არ ევასებათ", შესაბამისად, მის არცერთ ნაწარმოებს არ კითხულობს.

ამის გარდა ძალიან ბევრი რამით "ვმარიაჟობთ", მაგრამ თუ ყველაფერი ჩამოვწერეთ, არც ადგილი გვეყოფა და არც ნერვები. წარმატებულ "მარიაჟობას" გისურვებთ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია