193 დაშავებული და 11 დაღუპული ერთ წელიწადში - როგორია ყველაზე უსაფრთხო მოტოციკლი და რა წესები უნდა დაიცვას ბაიკერმა ქალაქში მოძრაობისას

193 დაშავებული და 11 დაღუპული ერთ წელიწადში - როგორია ყველაზე უსაფრთხო მოტოციკლი და რა წესები უნდა დაიცვას ბაიკერმა ქალაქში მოძრაობისას

სხვადასხვა მიზეზების გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. "ამბები.გე" ამჯერად იმ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკით დაინტერესდა, რა დროსაც მძღოლი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 177 ასეთი შემთხვევა მოხდა. რა დროსაც დაშავდა 193 ადამიანი და დაიღუპა 11. ხოლო დაშავდა 130 ბაიკერი და გარდაიცვალა 7.

რაც შეეხება 2015 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს, წელს ასეთი შემთხვევების 25 ფაქტი დაფიქსირდა. რა დროსაც დაშავდა 27 და დაიღუპა 2 ბაიკერი.

რა განაპირობებს მოტოციკლით გადაადგილებისას ავტოსაგზაო შემთხვევებს, ამის გასარკვევად მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს ნიკა გრიგოლიას დავუკავშირდით.

- ბევრი მიზეზი არსებობს, პირველი ის არის, რომ მოტოციკლს ტრანსპორტის საშუალებად არ აღიქვამენ. განზრახ არავინ არავის დაამტვრევს, მაგრამ ავტომობილის მძღოლების ყველაზე დიდი პრობლემა დაუდევრობა და ანარქიული მოძრაობაა, ეს ყველა ქართველის ბუნებაში დევს. ხშირად არ მოელის ავტომობილის მძღოლი, რომ მარჯვნიდან ან მარცხნიდან მოტოციკლი გაუვლის. ბაიკერები არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, თავისუფალი ტრანსპორტია, დიდი სიფრთხილე სჭირდება, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს. გამოცდილებაც არ აქვს ბევრ ბაიკერს. არასწორად არჩევენ მოტოციკლს.

- რას ნიშნავს მოტოციკლის არასწორად შერჩევა?

- მოტოციკლეტით სიარულის სურვილი როცა გიჩნდება, შესაბამისი მოტო უნდა შეარჩიო. ყველას სხვადასხვა მონაცემები აქვს, ზოგი დიდ საფრთხეს შეიცავს. უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს ყველა მძღოლმა, იაფი არ ღირს შესაბამისი ჩაფხუტი და ხელთათმანი. ზუსტად არ ვიცი რა ღირს, მაგრამ არის მინიმალური ზღვარი და მასზე იაფი თუ ღირს ის არ არის უსაფრთხო. 300 ლარიანი ჩაფხუტი რომ იყიდოს ბაიკერმა, ეს უკვე კარგია. მართვის მოწმობა ასაკისა და მოტოციკლის კუბატურის მიხედვით გაიცემა. ყველას კი აქვს ორი ბორბალი, მაგრამ ძრავის სიძლიერე 50 კუბიდან იწყება და 3000-ზე ადის. რაც უფრო დაბალი სიმძლავრე აქვს, უფრო ნაკლებ სიჩქარეს ავითარებს. 50 კუბზე ნაკლები სიმძლავრის მოტოს ტარებისას მართვის მოწმობა არ არის საჭირო, მაგრამ ეს ადამიანები არ იხურავენ ჩაფხუტს. საათში 50 კილომეტს რომ ავითარებ, კედელს რომ შეასკდე მაინც მოკვდები. კანონით ნომერიც არ სჭირდება ასეთ მოტოებს, ე.წ. მოტოებს. ეს კულტურა არ არის ჩვენში შემოსული, ინფორმირებაა საჭირო.

- დანგრეული გზები ქმნის დამატებით საფრთხეს ბაიკერებისთვის?

- გზები რომ დანგრეულია მოტოსთვისაც, მანქანისთვისაც, თვითმფრინავისთვისაც მარაზმია. ჩვეულებრივი ოფროუდია ქალაქში. გზებზე ისეთი დაზიანებებია, ბაიკერმა თუ გადაიარა შესაძლოა მოკვდეს. ჩვენს ფედერაციას ხშირად ჰქონდა კონსულტაციები შსს-თან და ახლაც ვაპირებთ ამ კუთხით მუშაობას. იქნებ გამოსწორდეს მდგომარეობა. ყველა ბაიკერმა, პირველ რიგში, უნდა იაროს იმ აზრით, რომ მას ვერავინ გხედავს. ამ ქალაქში ანარქიული მოძრაობაა. მეც გამიკეთებია ბევრი სისულელე, ჩემთვისაც და სხვისთვისაც საფრთხე შემიქმნია. შენ რომ მაგარი ბიჭი ხარ და დახტიხარ მოტოზე, იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქშიც ასე იარო. ქალაქში უნდა დაიცვა მოძრაობის წესები.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია