ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი გუდაძემ შიმშილობა დაიწყო

ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი გუდაძემ შიმშილობა დაიწყო

გიორგი გუდაძე მის დაკავებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მას პირობითის ვადა ამაღამ ეწურებოდა და კვლავ სურდათ ციხეში შეებრუნებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ დაკავებული წყალბურთელის ადვოკატმა ნათია გურულმა განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, თუ რა ნივთიერების ჩადება მოხდა გიორგი გუდაძისთვის, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა.

"ის ამბობს, რომ სავარაუდოდ, ჩაუდეს ნარკოტიკი, თუმცა რა ნივთიერებაზეა საუბარი, ჯერ არ ვიცით, რადგან ექსპერტიზის პასუხი არ არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევს, რომ მისი დაკავების მიზეზი არის ის, რომ სურდათ კვლავ ციხეში დაბრუნებულიყო. მას ამაღამ ეწურებოდა პირობითის ვადა. ასევე იგი ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართა მის მიმართ დევნასთან დაკავშირებით გენინსპექციას. კერძოდ, დევნაში გულისხმობს იმას, რომ რამდენჯერმე გააფრთხილეს დაეტოვებინა ქვეყანა. მან მართლაც დატოვა ქვეყანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, თუმცა დაბრუნდა, რის შემდეგაც ემუქრებოდნენ დაკავებით", - აღნიშნა ნათია გურულმა.

გიორგი გუდაძისთვის, რომელიც გუშინ დააკავეს, ამ დროისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა არ მომხდარა, თუმცა როგორც ცნობილია, მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ კი გიორგი გუდაძის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ