"თუ საქართველოს არ ადარდებს ტერიტორიული მთლიანობა, არ უნდა ითხოვდეს, რომ სხვას ადარდებდეს"

"თუ საქართველოს არ ადარდებს ტერიტორიული მთლიანობა, არ უნდა ითხოვდეს, რომ სხვას ადარდებდეს"

"ასე თუ გაგრძელდება, ნელ-ნელა გაქრება საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი", - ამის შესახებ ექსპერტმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში  განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე NDI-ის კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველ სამეულში არ მოხვდა.

"გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობას ის უფრო აღელვებს, რაც მას ეხება და არა ტერიტორიული მთლიანობა. არის მეორე ფაქტორი. ანუ არის ის, რა განცხადებებსაც მთავრობა რუსეთთან მიმართებაში აკეთებს, სადაც შესამჩნევია, რომ სიმწვავემ იკლო. ასე თუ გაგრძელდება, ნელ-ნელა გაქრება საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მეორე, შეიძლება, საერთაშორისო პოზიციები შესუსტდეს. თუ საქართველოს არ ადარდებს ტერიტორიული მთლიანობა, არ უნდა ითხოვდეს, რომ სხვას ადარდებდეს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."