ტრაგედია ქუთაისში: ხანძრისას ბაბუა გადარჩა, შვილიშვილი კი გარდაიცვალა

ტრაგედია ქუთაისში: ხანძრისას ბაბუა გადარჩა, შვილიშვილი კი გარდაიცვალა

ქუთაისში, საცხოვრებელ კურპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ბუხაიძის ქუჩაზე ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული და კორპუსში ცეცხლი სავარაუდოდ ანთებული სანთლიდან გაჩნდა. ბინაში ამ დროს ბაბუა და შვილიშვილი - 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდნენ.

ცეცხლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ექიმებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ხანშიშესული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

საჭირო ინფორმაცია| როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია