"ესაა ოცნების პოლიტიკის სრული კრახი" - როგორ ეხმაურებიან NDI-ს კვლევას ოპოზიციურად განწყობილები

"ესაა ოცნების პოლიტიკის სრული კრახი" - როგორ ეხმაურებიან NDI-ს კვლევას ოპოზიციურად განწყობილები

დღეს NDI-მ ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 24, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" 16%-ია. კვლევამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გთავაზობთ განცხადებებს, რომლებიც სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გაკეთდა:

ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ოცნებას" ხმები აკლდება, მაგრამ ნაციონალებს არ ემატება" - ამით იმშვიდებდა თავს ქოცი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ"

...

"ყველა შეიძლება მოატყუო ცოტა ხნით.

ზოგიერთი შეიძლება მოატყუო დიდი ხნით.

ყველას დიდი ხნით ვერ მოატყუებ"

თამარა ჩერგოლეიშვილი - "გილოცავთ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლები უჭერს მხარს.

რა ჩერჩეტი ბრძანდებით, ბ-ნო ბიძინა"

ზაზა ბიბილაშვილი - "ოცნების 24%-ში სახელისუფლებო ფაქტორი დიდ როლს თამაშობს: უხელისუფლებოდ, კოალიცია გაცილებით ნაკლებს აიღებდა. გადაუწყვეტელები, ჩემი დაკვირვებით, იყოფიან 3 კატეგორიად:

1. ვისაც უტყდება აღიარება, რომ ქოცია.

2. ვისაც უტყდება გამჟღავნება, რო ნაცია.

3. ვისაც მართლა არ მოსწონს არც ერთი პოლიტიკური ძალა. ანუ რეალურად, გადაუწყვეტელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია.

მთლიანობაში, ივანიშვილისთვის კატასტროფული სურათია. ესაა ოცნების პოლიტიკის სრული კრახი"

დაგაინტერესებთ, ხათუნა ლაგაზიძის ანალიზი| "საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია... რეიტინგი პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუების გამოხატულებაა"

იაგო ხვიჩია - "NDI კვლევის მიხედვით 31% ევრაზიულ კავშირს ემხრობა, თუმცა ვისი ამომრჩეველია ეს ხალხი, ბოლომდე არ ვიცით...

24+3=27% (ქ. ოცნება+პ. ალიანსი) არის მთავარი ეჭვმიტანილი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ქ. ოცნების მხარდამჭერს ევრაზიული კავშირი არ ენდომება, დაახლოებით 5-7% მაინც უნდა გამოვაკლოთ...

ნაც. მოძის და ალასანიას მხარდამჭერს ევრაზიული კავშირი ალბათ არ უნდა, ვთქვათ 1% არის ასეთი, მეტი არ იქნება...

შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი ( 10%-ზე მეტი) იმ ხალხშია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია...

ანუ გამოდის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას, მაგრამ ის კი ნამდვილად იციან, რომ ქვეყნის ღალატზე "სპასობნი" არიან...

ხო, შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ 31%, მზადაა ქვეყნის გასაყიდად ... ესაა რეალობა...

არ ესმით რას სჩადიან და ა.შ. ლაპარაკი სისულელეა, ეგრე ბერბიჭაშვილსაც რო სცოდნოდა ილიას მნიშვნელობა, ალბათ არ ესროდა (რაღაც მსგავსი, ნათქვამი აქვს კიდეც, მოგვიანებით)...

ზოგადად სხვა ქვეყნის სასარგებლოდ გადაბირებულ ჯაშუშთა დიდ ნაწილს თავი პატრიოტი ჰგონია, გადაბირების არსიც ესაა, ნაწილობრივ მაინც..."

ასევე დაგაინტერესებთ| "NDI-ს ნდობა არ მაქვს" - როგორ აფასებს კვლევის ხელისუფლებისთვის დრამატულ შედეგებს "20/30"-ის ეკონომიკის ექსპერტი

ლაშა ბერულავა - "რას მოვესწარით: თინა ხიდაშელმა NDI-ს კვლევების შეფასებისგან თავი შეიკავა. სწორად მოიქცა - თავდაცვის მინისტრია".

ოთო კახიძე - ბატონიბიძინა გაიქცევა, ესენი ჩამოიშლებიან, 24% მხარდაჭერის მქონე მთავრობა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ნაცმოძრაობა გაიზარდა 45-50%-ით, ამ პოლიტიკური ძალის დაბრუნება უკვე აშკარად გამოიკვეთა. ახლა გინდა ენდიაის აგინეთ ქოცებო, გინდა 9 წელი იძახეთ, დედა აღარ გყავთ, ჩათვალეთ.

ნახეთ| NDI-ს განაჩენი: კვლევის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები

შეახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

"ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს" - რას ამბობს ბერტა ხაფავა კახი კავსაძეზე

პენსიონერმა ჯულიეტა ილურიძემ მომენტალურ ლატარია ,,7-11-21’’-ში 50 000 ლარი მოიგო

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა