ირაკლი ღარიბაშვილი: სოფიკო ლოლაშვილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

ირაკლი ღარიბაშვილი: სოფიკო ლოლაშვილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

დადასტურდა, რომ ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა გაუჩინარებული ქართველი გოგონაა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ავსტრიაში საქართველოს კონსულმა, ლაშა გიგაშვილმა განუცხადა.

გიგაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ იგი ავსტრიის პოლიციას ესაუბრა და მათ დაადგინეს, რომ მდინარეში ნაპოვნი ახალგაზრდა სოფიკო ლოლაშვილია.

ახალგაზრდა თანამოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

"მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ავსტრიის პოლიცია გამოიძიებს და დაადგენს სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს.

გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს." - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ახალგაზრდა ქართველი გოგონა დამხრჩვალი იპოვეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია